ისტორია, რომლის მსგავსიც არასოდეს მომხდარა - ტაილანდელი გოგონა ცოლად მიცვალებულს გაჰყვა (8 ფოტო)

loading...



„ვფიცავ, ვიყო შენ გვერდით სიხარულსა და მწუხარებაში, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“. ეს, ალბათ, ყველაზე გავრცელებული საქორწილო ფიცია, რომელსაც ახლად დაქორწინებულები ერთმანეთს ეუბნებიან, მაგრამ ყოველთვის არა...





ახალგაზრდა წყვილი დიდხანს ემზადებოდა ქორწილისთვის, მაგრამ ფიატის გულის შეტევით გამოწვეულმა მოულოდნელმა სიკვდილმა დასახული გეგმები ჩაშალა. ახალგაზრდა ნანმა, რომელიც ქორწილზე ოცნებობდა, გადაწყვიტა, არაფერი შეეცვალა.



ტრაგიკულმა მოვლენამ დამწუხრებული საცოლე მაინც არ დააბრკოლა. საქორწინო ცერემონია პირდაპირ დაკრძალვაზე ჩატარდა. ამ ფაქტს ფიატის ახლობლები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. მოგვიანებით, ნანმა ქორწინების ფოტო გამოაქვეყნა და მისი ისტორია მსოფლიომ გაიგო.



„მე ჩვენს ქორწილზე ვოცნებობდი. მესიზმრებოდა, როგორ ვიდექით ხელჩაკიდებულები. სიკვდილიც კი ვერ დაგვაშორებს. მე შენ მიყვარხარ, ფიატ! მინდა იცოდე, რომ ჩვენი ოცნება ახდა. მშვიდობით განისვენე!“, - დაწერა ნანმა სოციალურ ქსელში.



ეს ქორწინება, რა თქმა უნდა, ოფიციალურად ვერ დარეგისტრირდა. მსოფლიოში არ არსებობს კანონი, რომელიც მიცვალებულთან დაქორწინებას ითვალისწინებს. მაგრამ, ამავე დროს, არ არსებობს კანონი, რომელიც ამგვარ „ქორწინებას“ კრძალავს.



მსოფლიოში ხშირად ხდება დაუჯერებელი მოვლენები. ნანმა ის მიიღო, რაც სურდა



шаблоны для dle 11.2
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ლაიქის ღილაკს
გააზიარე Facebook-ზე
loading...
Lorettairoli
Lorettairoli 5 December 2018 23:37
Интересный момент слив шкуры
Add comment

Add comment

reload, if the code cannot be seen