ეს ის გოგოა, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა,ქართვველობას დამტკიცება არა სჭირდება. ეს ადამიანი გამბედაობის ნიმუშად იქცა

loading...



პოლიტიკური პარტია”სახელმწიფო ხალხისთვის”ლიდერი  ნიკა მაჭუტაძე FACEBOOK- ზე პოსტს აქვეყნებს:
ანი სუბელიანის შესახებ:
ეს ის გოგოა, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა.
მის გასამართლებლად ტირაჟირებენ მისეულ შესრულებას ინოლა გურგულიას სიმღერებისას. ანის კარგი, პატრიოტი ქართველობის დასამტკიცებლად.არადა, ეს არაფერს ამტკიცებს. ბრწყინვალედ მღერის ორი ჭკუასელი – ერთიც და მეორეც, მაგრამ ორივე ივანიშვილის და კრემლის სამსახურშია. ერთი პარლამენტში უზის ბიძინას და ხელს მოუწერს ნებისმიერზე და მეორე კრემლს ეწვია, იქ ეახლა თავისი ქორეოგრაფიით და ფოლკლორით მტერს.
ანი სუბელიანის ქართველობას, საქართველოს კარგ მოქალაქეობას დამტკიცება იმ მომენტიდან აღარ სჭირდება, როდიდანაც მან ის ცნობილი მოძრაობები შეასრულა მემორიალზე.
მას საერთოდ არ ვიცნობ, ერთხელაც არ შევხვედრივარ, მაგრამ მტკიცედ მწამს – საქართველოს და მისი ისტორიის, მისი თავგადასავლის პარადიგმა სწორედ გამბედაობაა. გამბედაობა და დაუოკებელი სწრაფვა თავისუფლებისა და ეთიკური ინდივიდუალიზმისაკენ. ეს არის ამ ქვეყნის იდეა, მთავარი საზრისი.
გურგულიას სიმღერებით არაფერს ენიჭება ლეგიტიმაცია. ეს ჰანგები ისევე შორსაა ჩვენგან, როგორც შოსტაკოვიჩის რომელიმე დაუწერელი კომპოზიცია.
ანი სუბელიანის ქართვველობას და მოქალაქეობას დამტკიცება არა სჭირდება.
ეს ადამიანი გამბედაობის ნიმუშად იქცა. ამიტომაც გახდა მიუღებელი იმ კულუარულ ვაჭრობაზე, რომელიც იმართება ყველას ზურგს უკან და რომელიც მხოლოდ იმედგაცრუებას გვიპირებს.
шаблоны для dle 11.2
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ლაიქის ღილაკს
გააზიარე Facebook-ზე
loading...
Add comment

Add comment

reload, if the code cannot be seen